Twitter-ის განცხადებით, მათ შეისწავლეს 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია და დაზვერვის ანგარიში, რომლითაც ირკვევა, რომ როგორც Russia Today-ი, ისე Sputnik-ი ცდილობდნენ რუსეთის ხელისუფლების ინტერესების შესაბამისად საარჩევნო პროცესებში ჩარევას.
რუსული საინფორმაციო საშუალებების რეკლამის დაბლოკვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე Russia Today-მ გამოაქვეყნა სტატია თუ როგორ ცდილობდა Twitter-ი Russia Today-ს დაყოლიებას ამერიკის არჩევნების დროს დიდი ფული დაეხარჯა რეკლამაზე.
ცნობილია, რომ 2011 წლიდან Russia Today-ს რეკლამებიდან შემოსულ 1.9 მილიონ დოლარს Twitter-ი ქველმოქმედებაში დახარჯავს.